ამერიკელი მუსიკოსი, პროდიუსერი და დიზაინერი ფარელ უილიამსი ლუი ვიტონისთვის სადებიუტო კოლექციას უფრო ადრე წარადგენს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ახლადდანიშნული კრეატიული დირექტორი ბრენდის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას პარიზში, 20 ივნისს წარადგენს. პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის პირველადი განრიგი ფრანგულმა მაღალი მოდის ფედერაციამ წარადგინა. როგორც წესი, ლუი ვიტონი მამაკაცის მოდის კვირეულზე ხუთშაბათობით მართავდა ჩვენებებს, თუმცა, როგორც ჩანს, ფარელის პირველ კოლექციაზე მეტი ყურადღების მისაქცევად, ბრენდმა განრიგი შეცვალა და კვირეულს გახსნის.

კვირეული 20-დან 25 ივნისამდე გასტანს, ვიხილავთ 43 ჩვენებასა და 38 პრეზენტაციას. აღსანიშნავია, რომ ჩვენებების რაოდენობამ შარშანდელთან შედარებით, ოთხით მოიმატა, თუმცა ლუი ვიტონის ჩვენება გასაგები მიზეზის გამო, კვირეულის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება.

კვირეულზე ვიხილავთ დიორის, ჟივენშის, ლუევესა და სხვა წამყვანი ბრენდების მამაკაცის ხაზებს, თუმცა მას გამორჩებიან სან ლორანი და სელინი. სან ლორანის მამაკაცის კოლექციის ჩვენება 12 ივნისს ბერლინშია დაგეგმილი, ხოლო სად წარადგენს სელინის მორიგ მამაკაცის კოლექციას ედი სლიმანი ჯერ-ჯერობით უცნობია.