ფრანგული მოდის სახლი Louis Vuitton გეგმავს, რომ პარიზის სათაო ოფისი მრავალფუნქციურ კომპლექსად გადააკეთოს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი ძვირადღირებული სასტუმრო იქნება.

როგორც ბრენდის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მაიკლ ბურკე აღნიშნავს, ოფისის შენობის ტრანსფორმაცია უახლოეს ხუთ წელიწადში დაიწყება, ხოლო კომპლექსის სრულ პროექტზე მუშაობა დაახლოებით ათი-თხუთმეტი წელი შესაძლოა გაგრძელდეს.

ბურკეს თქმით, ამ სივრცეში სასტუმროს გარდა, Louis Vuitton-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონცეპტუალურ მაღაზიაც იქნება წარმოდგენილი.

ამბიციური პროექტის განხორციელებამდე, Louis Vuitton-მა ოფისის კულტურულ ჰაბად გადაკეთება უკვე დაიწყო. თითქმის 40 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის შენობაში 12 დეკემბრიდან თანამედროვე გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიცია ექსპერიმენტულ ინსტალაციებს გააერთიანებს, რომლებიც სწორედ პარიზში მდებარე მოდის სახლის სათაო ოფისში განთავსდება. დაანონსებული გამოფენა ისეთი თანამედროვე ხელოვანების ნამუშვრებს მოიცავს, როგორებიც მაგალითისათვის იაიოი კუსამა და ტაკაში მურაკამი არიან.