ფრანგული ბრენდის წარმომადგენელი Reuters -ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ თებერვლიდან ლუი ვიტონის პროდუქციაზე ფასები გაიზრდება. როგორც ვკითხულობთ, ფასების მატება გლობალურმა ინფლაციამ, წარმოების და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ განაპირობა.

Louis Vuitton

გასული თვეების განმავლობაში, ცნობილი ბრენდების ნივთებზე ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით მოდაში ხშირად ლაპარაკობენ.  ყველაზე საკამათო შანელი გახდა. პანდემიის დაწყების შემდეგ, Chanel-ში ფასები უკვე მეხუთედ გაიზარდა. რაც შეეხება ლუი ვიტონს, ბრენდი დამატებითი დეტალების გამხელისგან თავს იკავებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ კორონავირუსის შემდეგ, ლუი ვიტონი საერთაშორისო კრუიზ შოუებს უბრუნდება. ბრენდი კრუიზ კოლექციის მომდევნო ჩვენებას 2 მაისს, კალიფორნიაში გამართავს.