ფრანგული ფეხსაცმლის ბრენდის, კრისტიან ლუბუტანისა და ამერიკული კომპანიის, Amazon-ს შორის დავა ლუბუტანის გამარჯვებით დასრულდა. ყალბი ნივთების გაყიდვის საქმეზე მოსმენა 22 დეკემბერს გაიმართა და მოსამართლემ მოდის სახლი გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ ამაზონი მხოლოდ შუამავალია მყიდველსა და გამყიდველს შორის, ლუბუტანის წარმომადგენლების თანახმად, ამაზონის ვებ საიტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მესამე პირები ორიგინალ ნივთებს ყიდიან. აქედან გამომდინარე, ამაზონი პასუხისმგებელია თავის პლატფორმაზე განთავსებული ნივთების გაყიდვაზე.

გარდა იმისა, რომ ამაზონზე რთულია განასხვავო ორიგინალი არაორიგინალისგან, ამაზონი გამყიდველებს საშუალებას აძლევს გამოიყენოს მათი საწყობები და მიტანის სერვისიც. ეს მტკიცებულება ლუბუტანის სამართალდამცავებმა გამოიყენეს როგორც არგუმენტი ამაზონის წინააღმდეგ.

მოსამართლის განცხადებით, ამაზონის პასუხისმგებლობაა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ნათელი იყოს გასაყიდი ნივთის წარმომავლობა და ორიგინალია თუ არა ის.

ალექსის მურომ, ლუბუტანის აღმასრულებელმა დირექტორმა, შემდეგი კომენტარი გააკეთა “აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება გზას გაუკვალავს სხვა ბრენდებს, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი იდენტობა. ეს გამარჯვებაა ყველასთვის, ვინც იცავს საკუთარ შემოქმედებას.”

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში ლუბუტანმა ამაზონს 2019 წელს უჩივლა.