მილანში დაფუძნებულმა იტალიურმა ლაქშერი ბრენდმა ლორო პიანამ ჯუზეპე სპერანდიო იმიჯისა და კომუნიკაციების დირექტორად დანიშნა, სიახლეს WWD-ს ბრენდის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, დემიენ ბერტრანდი უდასტურებს.
სპერანდიო ლორო პიანას გუნდს დიორიდან წამოსვლის შემდგომ უერთდება. ფრანგულ ბრენდში მან 2018 წელს დაიწყო მუშაობა, როგორც პრესის, ღონისძიებებისა და სელებრითებთან ურთიერთობის დირექტორი მამაკაცის ხაზში. დაწინაურების შემდეგ კი ის უძღვოდა პრესისა და პიარის განყოფილებებს დიორის ქალის ხაზში, Baby Dior-სა და Dior Maison-ის კოლექციებში.
მანამდე, სპერანდიოს კარიერა კვლავ უკავშირდებოდა LVMH-ს (Loro Piana-ს სწორედ LVMH ფლობს), პირველად, მან კონგლომერატში 2005 წელს, ლუი ვიტონის იტალიურ განყოფილებაში პრესის პროდუქტის განვითარების მენეჯერად დაიწყო მუშაობა. შემდეგ კი, იყო Fendi და Dior.
ლორო პიანაში იგი პასუხისმგებელი იქნება ბრენდის იმიჯის მომავალ განვითარებაზე. WWD-სთან საუბარში სპერანდიომ აღნიშნა, რომ მას სურს “ბრენდის იმიჯი თანამედროვეობასთან კავშირში იყოს, თუმცა დარჩეს მრავალფეროვანი, ხოლო ბრენდი კი, დარჩეს ხარისხზე ორიენტირებული და რაც მთავარია, მდგრადი.”