მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კოსმეტიკური კომპანია, L’Oreal სიტყვა „გათეთრებას“ კანის მოვლის საშუალებების პროდუქტებიდან ამოიღებს. სიახლე სოციალურ ქსელში კრიტიკას მოჰყვა. ლორეალი კომერციულად ყველაზე დიდი მოთამაშეა, როდესაც საქმეს კანის გამაღიავებელ კრემებს ეხება. მათი ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი პროდუქტია “Garnier Skin Naturals White Fairness Cream”.

ლორეალის კანის გამაღიავებელი პროდუქტები განსაკუთრებით დიდი პოპულარობით აზიურ და აფრიკულ ქვეყნებში სარგებლობს.

2020 წლის პირველ მესამედში, ჩინეთში, ლორეალის გაყიდვები კლების მაგივრად 6.4%-ით გაიზარდა. დანარჩენ მსოფლიოში გაყიდვების მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, მხოლოდ 4% – ით შემცირდა, რაც ძალიან მინიმალური კლებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძვირადღირებული, ე.წ Luxury კოსმეტიკის ბრენდებმა 20% კლება მიიღეს.

მიზეზად სახელდება ფაქტი, რომ ცნობილი სავაჭრო ცენტრები და ბრენდების ოფიციალური მაღაზიები კორონავირუსის პანდემიის გამო დაიკეტა, ხოლო ბიუჯეტური კოსმეტიკის შეძენა, რომელსაც ლორეალი ბევრი განსხვავებული ხაზით და ბრენდით აწარმოებს, აფთიაქებში კვლავ შესაძლებელი იყო.

„ჩინეთში, გასულ 10 კვირაში, ძლიერი ზრდა გვაქვს. იმავეს ვამჩნევთ სხვა ქვეყნებში, სადაც იზოლაცია დასრულდა. მყიდველები გვიბრუნდებიან.“- ლორეალის აღმასრულებელი დირექტორი, ჟან – პოლ აგონი.

Katherine Langford

ლორეალში კიდევ ერთ სიახლეს ახალი საერთაშორისო სახის დასახელება წარმოადგენს. ამჯერად, სილამაზის ინდუსტრიის გიგანტმა არჩევანი ავსტრალიელ მსახიობზე, Katherine Langford – ზე შეაჩერა. ლენგფორდი საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან, ’13 Reasons Why’-იდან გაიცნო. სერიალში ის ჰანა ბეიკერის როლს ასრულებს. ლორეალის სახეებში არაერთ ცნობილ ვარსკვლავს იხილავთ, მათ შორის: სელინ დიონს, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს, კამილა კაბეიოს, ევა ლონგორიას, ბლეიკ ლაივლის. ახალგაზრდა ავსტრალიელი მსახიობისთვის მსოფლიოში ყველაზე მსხვილ კოსმეტიკურ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყება მორიგი დიდი მიღწევაა.