აქსესუარების დიზაინერმა, სტეფანი დეჟერმა Longchamp-ის საკულტო La Pliage-ის ჩანთის თემატიკით შექმნილი, 6 ნივთისგან შემდგარი კაფსულა კოლექცია გამოუშვა.
ისევე, როგორც La Pliage, კოლექციაში ექვსივე ნივთი ფუნქციურია და ქუჩის სტილის მოყვარულთათვისაა შექმნილი. მაგალითად, შარვალი და პონჩო შესაძლოა მარტივად დაკეცოთ და მათზე მიმაგრებულ ჯიბეში შეინახოთ, ხოლო ქოლგის გადაკიდებას ჩანთასავით შეძლებთ.
Longchamp-ის კრეატიული დირექტორი სოფი დელაფონტეინი და სტეფანი დეჟერი ერთმანეთს 2018 წელს შეხვდნენ, როდესაც სტეფანიმ ANDAM Prize-ზე წლის აქსესუარების დიზაინერის ჯილდო მიიღო. “ძალიან შთამბეჭდავია იმის ყურება, თუ როგორ უთავსებს სტეფანი ერთმანეთს საინტერესო დიზაინსა და მრავალფუნქციურობას,” ამბობს სოფი. კოლაბორაციის იდეა სოფის თქმით, მას მაშინვე გაუჩნდა, თუმცა რიგი მიზეზების გამო, ეს შესაძლებელი მხოლოდ ახლა გახდა.
Longchamp x D’heygere კოლექცია სრულად გადამუშავებული მასალებითაა შექმნილი, ფერები და ნაჭრები ორიგინალი La Pliage-ის ჩანთის ფერებშია. ის გაყიდვაში 3 იანვარს ჩაეშვება, ხოლო ფასები $175-დან $390-მდე მერყეობს.
იხილეთ ბრენდის მიერ გავრცელებული ვიდეო: