Loewe-ს გავრცელებული ახალი კამპანიის ერთ-ერთი სახე არც მეტი არც ნაკლები – პროფესორი მაკგონაგელია. “ჰარი პოტერის” ლეგენდარული მსახიობი რეკლამას უწევს ესპანური ბრენდისთვის ჯონათან ანდერსონის კრეატიული დირექტორობით შექმნილ 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის პრე-კოლექციას. კამპანიისთვის 88 წლის მეგი სმითი გერმანელმა ფოტოგრაფმა იურგენ თელერმა გადაიღო.
მოულოდნელ არჩევანს მომენტალურად დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ სივრცეში. სოციალური ქსელების მოდის ენთუზიასტი მომხმარებლები პარალელს ავლებდნენ Céline-ს 2015 წელს გამოსულ კამპანიასთან, რომელშიც ფიბი ფაილოს კრეატიული დირექტორობით შექმნილ კოლექციაში ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, 80 წლის ჯოან დიდიონი გვევლინებოდა.
მეგი სმითის გარდა, Loewe-ს ახლად გავრცელებული კამპანიის სახეები არიან: მოდელი ფეი ფეი სანი, მსახიობები დაკოტა ფენინგი, ჯოშ ო’კონორი და სხვები.