მოდის ბრენდებისგან სახლისათვის განკუთვნილი ნივთების კოლექციები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არაერთ ბრენდს გავიხსენებთ, რომელმაც საკუთარი ხედვა საყოფაცხოვრებო ნივთების, ინტერიერის დეკორის დეტალებისა და ავეჯის დიზაინში გადაიტანა. ერთ-ერთი მათგანია Loewe, რომელმაც ამჯერად სკამების დიზაინი წარადგინა.

ბრენდმა სკამები ახალ გამოფენაზე წარმოადგინა, რომელიც იტალიაში, მილანში იმართება. ეს გამოფენა და კონკრეტულად Loewe-ს ექსპოზიცია უნიკალურ ნაკეთობებს ეძღვნება. მოდის სახლის მიერ შექმნილ სკამის მოდელები ნატურალური მასალისგან არის დამზადებული და მათ დიზაინში განსაკუთრებით ჭარბობს მკვეთრი ფერები.

დაათვალიერეთ Loewe-ს სკამების ექსკლუზიური კოლექცია: