„უცნაური გზით, როგორღაც ჩვენ თავად ვხდებით ეკრანი. მატარებელსა თუ კაფეში ჯდომისას გარშემო ყველა ეკრანებს ჩასცქერის. რატომღაც ამ აზრმა მომნუსხა; რა ხდება მაშინ როდესაც ეკრანი სახედ იქცევა?“
ეს სიტყვები ჯონათან ანდერსონს ეკუთვნის, რომლის Loewe-სთვის შექმნილი 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კაცის კოლექციის ჩვენებაზე ციფრული ეკრანები ადამიანის სხეულის ნაწილი გახდა – მათ სახეზე, ტანზე. გარდა თვალებისა თუ კოცნის გამოსახულებებისა, ტექნოლოგიის საშულებით ბუნების წიაღშიც აღმოვჩნდით წყლის წვეთების, აყვავებული მინდორის, მფრინავი ჩიტებისა და მოცურავე თევზების ყურებისას. თუმცა შოუზე ბუნების ელემენტებმა ეკრანების მიღმაც იჩინა თავი. და ისინიც ასევე სხეულზე ვიხილეთ.



Loewe გაზაფხული/ზაფხული 2023
ესპანელ მოდის დიზაინერ პაულა ულარგუი ესკალონასთან თანამშრომლობით, Loewe-ს გუნდმა ექსპერიმენტული პროცესი წარმართა, რომლის შედეგადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბალახით დაიფარა. პარიზის გარეუბანში სპეციალურად მოწყობილ პოლიგვირაბში მცენარეებმა ზრდის სასურველ შედეგს 20 დღის შემდეგ მიაღწია. რეგულარული მორწყვისა და მოვლის დახმარებით ისინი უკვე ისე გამოიყურებოდა, რომ ადგილი პოდიუმზე ეპოვა.



Loewe გაზაფხული/ზაფხული 2023
„კოლექცია ახალ პერსპექტივებს ერთმანეთთან იზიდავს,“ – აღნიშნულია მოდის სახლის განცხადებაში. როგორ შეუძლია ბუნებას წინ გაუძღვეს ტექნოლოგიას ან ტექნოლოგიას – ბუნებას? არის შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ჯონათანი შეეცადა. კოლექციაში ბუნება და ტექნოლოგიები ერთად მოულოდნელი, განსხვავებული ფორმით იყო ნაჩვენები. დიზაინერმა ჩვენება ასე დაახასიათა: „ორგანულისა და ფალსიფიცირებულის შერწყმა.“
ჩვენების ჩანაწერი