თანამედროვე მსოფლიოში თითქმის აღარ დარჩა სფერო, რომელზეც ტექნოლოგიების განვითარებამ გავლენა არ იქონია. ბუნებრივია, რომ გამონაკლისს არც ფიტნესი და ჯანსაღი ცხოვრება წარმოადგენს. „ძალიან მომეწონა Liffit-ის აპლიკაცია, ჩემნაირი მოუცლელი ადამიანისთვის არის იდეალური. შემიძლია ყველგან ვივარჯიშო, სადაც მოვახერხებ,“ – ამბობს ვიზაჟისტი თინა შალიკაშვილი პირველი ქართულენოვანი ფიტნეს აპლიკაციის, Liffit-ის შესახებ. „განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ აპლიკაცია ქართულადაა და ყველაფერი გასაგებად არის ახსნილი. შეგრძნება გაქვს თითქოს პირადი მწვრთნელი გყავს, თან ბევრად მისაღებ ფასად. ვფიქრობ, ამ აპლიკაციის ერთგული მომხმარებელი ვიქნები.“
ვარჯიშის დადებითი მხარეების შესახებ ყველას გვსმენია, თუმცა ხშირად ჩვენი ყოველდღიურობა მართლაც იმდენად დატვირთულია, რომ სპორტდარბაზისთვის უბრალოდ ვერ ვიცლით. ეს კი, ხელისშემშლელ ფაქტორად არ უნდა ვაქციოთ, როდესაც ტექნოლოგიების განვითარების მხრივ, რევოლუციურ ეპოქაში ვცხოვრობთ. „ლიფიტის მთავარი უპერატესობა ჩემთვის არის ის, რომ სადაც გინდა და როცა გინდა, მაშინ ვარჯიშობ. ეს ამ დროში ყველაზე კომფორტული რამ არის. ასევე მისი განსაკუთრებულობა არის ის, რომ შენზე იქმნება პროგრამა, ვარჯიშის დროს ზუსტად იცი რომ სწორ და სასურველ შედეგს მიიღებ.“ – აღნიშნავს მსახიობი ანი ბებია.
როცა ჩნდება ციფრული პროდუქტი, რომელიც სასურველი შედეგის მიღწევაში, როგორც დროის, აგრეთვე თანხის დაზოგვით გვეხმარება, ბუნებრივია, რომ გამოხმაურება არ აყოვნებს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს აპლიკაციის გაზრდილი პოპულარობა სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი – ინსტაგრამზე.
გასული კვირების განმავლობაში, Liffit-ის ფიტნეს-აპლიკაცია ქართული სოციალური ქსელების ცნობად სახეებში აქტუალობას არ კარგავს. რამაც კიდევ უფრო ნათლად დავანახა თუ რამდენად საინტერესო, საჭირო და დროულია აპლიკაციის კონცეფცია.
ცხელ ზაფხულშიც კი, როდესაც ზოგი მოგზაურობს, ზოგიც მუშაობას აგრძელებს, სახლში, სასტუმროსა თუ სამსახურში, ნებისმიერ დროს და ადგილას, Liffit ნამდვილად ასრულებს ციფრული მწვრთნელის ფუნქციას და გვეხმარება ჯანსაღი ცხოვრების სტილის შენარჩუნებაში.