საქართველოში დაბადებულმა დიზაინერმა დავით კომახიძემ საცურაო კოსტიუმების ხაზი გამოუშვა – სიახლის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად WWD-მ გაავრცელა. Let’s Swim – ასე ჰქვია ახალ ბრენდს, რომელიც David Koma-ს ბრენდისგან განცალკევებით იარსებებს. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, ეს განსხვავებული გამოცდილება და ახალი ბიზნესი იქნება, რომელზე პასუხისმგებლობაც სხვა გუნდს დაეკისრება.
© David Koma
Let’s Swim-ის ლოგო თეთრი ზვიგენის სილუეტია, რომელიც კომას ერთ-ერთი საყვარელი ცხოველია.
“ზვიგენები დიდებული, უშიშარი ცხოველები არიან, ბევრ ადამიანს კი ეშინია მათი. ამ წარმოუდგენლად ლამაზი ცხოველის მშვენიერებაზე ყურადღების გამახვილება მსურს,” – ამბობს ის. “ისინი ძალიან მნიშვნელოვანები არიან საზღვაო ეკოსისტემისთვის.”
© David Koma
Pirelli Calendar-ით და Playboy Magazine-ით შთაგონებული სექსუალური კოლექცია წითელ, ოკეანისფერ, ლიმონისფერ ყვითელ და ასევე შავ და თეთრ ტონალობებში არის წარმოდგენილი. კამპანია, რომელშიც მონაწილეობას მოდელები ლუნა ბაილი და ბირჯიტ კოსი იღებენ, ჰელმუტ ნიუტონის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ მაცდურ ბუნებას თუ ჟურნალ Lui-ს ფოტოსესიას ეხმიანება, რომელშიც მზის მცხუნვარე სხივებ ქვეშ, მოდელები სველი მაისურებით და კაბებით არიან შემოსილები.
“მასში ნოსტალგია იგრძნობა,” – განაცხადა დიზაინერმა. “როცა ვიზრდებოდი, მონუსხული ვიყავი Pirelli Calendar-ით და ჟურნალ Playboy-ის საკულტო ნომრებით.”
© David Koma
კოლექციიდან თითოეული ნივთი ოკეანეში არსებული პლასტმასის გადამუშავებით და 100%-ით ბამბით არის დამზადებული. კომა მდგრად ინიციატივებს საჭიროდ მიიჩნევს და მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათზე აქტიურად არ საუბრობს, აღნიშნულზე ფიქრობს და სამუშაო პროცესში იყინებს.