2022 წელს CFDA-ს დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. ორგანიზაციის დაარსებიდან 60 წლის თავზე, “მოდის აიქონის” სტატუსი ლენი კრავიცს გადაეცა. ამ ჯილდოს მიღებით, გრემის მფლობელი მუსიკოსი მოდის სამყარის რჩეული ვარსკვლავების სიას შეუერთდა. ლენი კრავიცი მსოფლიო პოპ კულტურის ის ერთ-ერთი სახეა, რომელიც საკუთარი შემოქმედებითი კარიერის გარდა, სტილის შეგრძნებით გამოირჩევა.

თვალი გადავავლოთ ლენი კრავიცის სტილის ევოლუციას და მისი იმიჯის გამორჩეულ მომენტებს.


ლენი კრავიცი 1991 წლის მუსიკალურ შოუზე.

ლენი კრავიცი და სინდი კროუფორდი MTV-ის დაჯილდოებაზე – 1993 წელი.

ლენი კრავიცი Versus By Versace-ს საშემოდგომო კოლექციის ჩვენებაზე – 1998 წელი.

ლენი კრავიცი 2002 წლის მუსიკალურ შოუზე.

დონატელა ვერსაჩე და ლენი კრავიცი Met Gala-ზე – 2006 წელი.

ლენი კრავიცი UNICEF-ის საქველმოქმედო ღონისძიებაზე – 2006 წელი.

ზოი კრავიცი და ლენი კრავიცი Vanity Fair Oscar-ის წვეულებაზე – 2010 წელი.

კორტნი ლავი და ლენი კრავიცი Saint Laurent-ის ჩვენებაზე – 2016 წელი.

ლენი კრავიცი MTV Video Music Awards-ზე – 2019 წელი.

ლენი კრავიცი Art Basel-ის სახელოვნებო ბაზრობაზე – 2019 წელი.

ლენი კრავიცი და ზოი კრავიცი Saint Laurent-ის ჩვენებაზე – 2020 წელი.

ლენი კრავიცი Grammy -ის დაჯილდოებაზე – 2022 წელი.

ლენი კრავიცი Met Gala -ზე – 2022 წელი.