ბრუნო სიალელის კრეატიული ხელმძღვანელობის ქვეშ, Lanvin-ის მოდის სახლი ვიზუალური კომუნიკაციის ახლებურ, უფრო ინტიმურ, სადა და დახვეწილ ფორმას ირჩევს.
“Character Studies” – ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც მოდის ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა სტივენ მეიზელმა გადაიღო. შავ-თეთრი ფოტოები, რომლებზეც ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული ქალია გამოსახული, ისტორიული ბრენდის იმიჯს ხელახლა აყალიბებს. კამპანიის მთავარი არსი Lanvin-ის ფესვების დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებაა.
“ლანვინი ელეგანტურობას და დახვეწილობას უბრუნდება, ითვალისწინებს იმას, რასაც ჟანა ლანვინი “le chic ultime”-ს უწოდებდა,” – ვკითხულობთ ბრენდის ვებ-საიტზე. “ექვსი პიროვნების ინტიმური პორტრეტების საშუალებით, სტივენ მეიზელმა და M/M Paris-მა ახლებურად წარმოდგენილი ლანვინის ქალის მახასიათებლები გამოავლინეს. ის კულტურული, ცნობისმოყვარე, ფრთხილი და თავდაჭერილია. ის საკუთარ კანში თავს დაცულად გრძნობს.”
ფოტოები კამპანიიდან
მაკიაჟი: პატ მაკგრათი
თმა: გუიდო პალაუ