სუნამოების და ლედი გაგას გულშემატკივრებისთვის ვალენტინომ ამაღელვებელი სიახლე გაავრცელა. იტალიური ბრენდი ახალ სუნამოს უშვებს,რომლის სახე ლედი გაგა იქნება. ვალენტინოს ახალი სუნამოს სახელია Voce Viva. გაყიდვაში გამოსვლის თარიღად 2020 წლის სექტემბერში სახელდება. სექტემბერში გამოჩნდება სარეკლამო კამპანია, რომელშიც მონაწილეობასაც გრემის და ოსკარის მფლობელი მომღერალი მიიღებს.
“ლედი გაგა გულისხმობს თავისუფლებას, თვითცნობიერებას და სუფთა გულს. კამპანიაში მისი ჩართულობა ამ პროექტის სიმბოლურ ძალას უმაღლეს დონეზე აწინაურებს. ის თაობის „აიქონია“. მისი გზავნილი თავისუფლებაზე, თვითშეგნებაზე, ხელოვნებისადმი ლტოლვაზე და თანასწორუფლებიანობაზე არის ის, რასაც ვალენტინო მხარს უჭერს”. – პიერპაოლო პიქოლი, ვალენტინოს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
ვალენტინოს სილამაზის და პარფიუმერიის ხელმძღვანელმა WWD – ს განუცხადა, რომ Lady Gaga ბრენდის პირველი არჩევანი იყო, რადგან ის სუნამოს, რომელიც ინდივიდუალურობას და ინკლუზიურობის ფილოსოფიაზეა შექმნილი, ყველაზე კარგად წარადგენს. გარდა ამისა, Voce Viva იტალიურიდან ითარგმნება, როგორც სიცოცხლის / ცოცხალი ხმა. ლედი გაგა კი, კარიერის დაწყებიდან დღემდე, ბევრისთვის იყო მთავარი ხმა, არა მხოლოდ ვოკალური თვალსაზრისით.

