ფრანგული კომპანია Lacoste და სპორტული სამოსის ბრენდი Sporty & Rich საერთო კოლექციის შესაქმნელად გაერთიანდნენ. ფრანგული რივიერითა და ჩოგბურთით შთაგონებული შეზღუდული გამოშვების კოლექცია 22 ნივთს მოიცავს. კომბინიზონების, ქუდების, ქვედაბოლოების, ორეულების თუ პოლო მაისურების დიზაინი და დეტალები Lacoste-ს 1970-იან და 1980-იან წლების არქივულ კოლექციებს ეფუძნება.
კოლექცია Lacoste-ს ყოფილ კრეატიულ დირექტორ ლუი თროთერისა და Sporty & Rich-ის დამფუძნებელ ემილი ობერგის თანამონაწილეობით შეიქმნა. მას რეკლამას უწევს ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი.


© Lacoste
“ნათელი იყო, რომ ორივეს გვსურდა არქივების გადახედვა და წარსულისკენ გახედვა,” – განაცხადა ემილიმ. “ჩვენი ბრენდი ვინტაჟით დიდად არის შთაგონებული, ამიტომ [თროთერმა] თავიანთი 70-იანი და 80-იანი წლების არქივიდან უამრავი ფოტო გამომიგზავნა, ჩვენ ჩვენი ფავორიტები შევარჩიეთ და მათ დავეყრდენით. მორგებები ჩავატარეთ, ისინი განვაახლეთ და დღევანდელი მომხმარებლისთვის ცოტათი უფრო შესაბამისი გავხადეთ. პროცესი ძალიან მარტივი და უწყვეტი იყო. ერთად მუშაობა ასე კარგად იმიტომ გამოგვივიდა, რომ ჩვენი ხედვა და გემოვნება ერთმანეთს შეესაბამებოდა.”
Lacoste x Sporty & Rich კოლექციაში შემავალი პროდუქტების ფასები 20-დან 210 დოლარამდე იმერყევებს. მათი შეძენა ოთხშაბათიდან შესაძლებელი იქნება როგორც Lacoste-ს მაღაზიებში, ისე ონლაინ.