დღეს ლა-კორუნიაში მარტა ორტეგა პერეზის ორგანიზებით მოწყობილი რიგით მესამე გამოფენა გაიხსნა. პიტერ ლინდბერგის და სტივენ მეიზელის შემდეგ, ესპანეთის ამ ქალაქში მოდის კიდევ ერთი ლეგენდარული ფოტოგრაფის, ჰელმუტ ნიუტონის, ნამუშევრების დათვალიერება გახდა შესაძლებელი.
ორტეგა პერეზის ფონდის (MOP Foundation)-ის მორიგი გამოფენა, სახელწოდებით “ჰელმუტ ნიუტონი – ფაქტი & ფიქცია,” ავსტალიელ-გერმანელი ფოტოგრაფის ფართოდ აღიარებულ კარიერას ეძღვნება, რომელიც ექვს დეკადას ითვლის და წარმოაჩენს გავლენას, რომელიც ნიუტონს გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ კვლავ აქვს.
გახსნამდე საზეიმო ღონისძიებაც მოეწყო. საღამოზე სტუმრებს შორის იყვნენ: Balenciaga-ს გენერალური დირექტორი სედრიქ შარბი, მოდელი კრისტენ მაკმენამი, შარლოტ რემპლინგი და სხვები.
გამოფენის ადგილას წარმოდგენილია ნიუტონის გადაღებული ივ სენ ლორანის, კარლ ლაგერფელდის, შარლოტ რემპლიგის, ენდი უორჰოლის, დევიდ ბოუის და სხვა არაერთი სახელგანთქმული პიროვნების პორტრტერები და ასევე ფოტოგრაფის ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები, რომელთა შორისაც არის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აღბეჭდილი ლანდშაფტები – დაწყებული პარიზიდან და ბერლინიდან, დამთავრებული მონტე კარლოთი, ვენითა და ლას ვეგასით. გამოფენა ასევე ორიენტირდება კამერის მიღმა მდგარ პიროვნებაზე და ვიზიტორებს მისი ცხოვრების ფაქტებს წარუდგენს.
“ჰელმუტ ნიუტონი – ფაქტი & ფიქციის” მონახულება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 1 მაისის ჩათვლით.