მიმდინარე წელს, ფეხსაცმლის ბრენდი Sam Edelman 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო წლისთვის ბრენდი არაერთ ღონისძიებასა და კამპანიას გეგმავს, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ახლახან გავრცელდა.
ბრენდმა 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სარეკლამო კამპანიის სახედ კაილი ჯენერი წარადგინა. როგორც Sam Edelman-ის განცხადებაში ვკითხულობთ, „კაილი ჯენერი თანამედროვე ქალის განსახიერებაა – წარმოუდგენელი დედა, ქალიშვილი, მეგობარი და ანტრეპრენერი.” სარეკლამო კამპანია ფოტოგრაფმა Chris Colls-მა გადაიღო.
Sam Edelman გაზაფხული/ზაფხული 2024




