მილანის მოდის კვირეულიდან უკვე პარიზში გადავინაცვლეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მილანის ჩვენებებზე მიმავალი სტუმრების ქუჩის სტილის განხილვის დროა.

იტალიური მოდის დედაქალაქში 2023 წლის ტრენდები, მაგალითად Diesel-ის აქსესუარები, უჩვეულო დენიმი და Mary-Jane-ები განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. აღსანიშნია რუხი და ნეიტრალური ფერების სიჭარბეც, ისევე, როგორც კლასიკური პიჯაკებისა და შარვლების. მეტალის დეტალები და ზოგადად ვერცხლისფერი, ის რაც 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის პოდიუმებზე ძალიან ხშირად გვხვდებოდა, ამ სეზონზე ქუჩის სტილში გვხვდება. რა თქმა უნდა, დიდი ზომის ქურთუკები, ჰუდები და სნიკერები ჯერ-ჯერობით არსად აპირებენ წასვლას, მათ მოდაში ფესვები ღრმად გაიდგეს და 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ქუჩის სტილი გამონაკლისი არ არის.