ამერიკელი სუპერმოდელი კრისტი ტარლინგტონი CH Carolina Herrera-სთვის ბრიჯიტ ლაკომბის ობიექტივში მოექცა. კადრები, რომლებიც ფრანგმა ფოტოგრაფმა მადრიდში გადაიღო, კომპანიის ესპანეთში მდებარე ტყავის ატელიეს ოსტატობას და ჩანთების მარადიულ ბუნებას უსვამს ხაზს.

“გვსურდა, ამ ფოტოებზე ჩვენი ჩანთების მარადიულობა წარმოგვეჩინა და გვეჩვენებინა ის განსაკუთრებული ოსტატობა, რომელსაც თითოეული მათგანი მოითხოვს,” – აღნიშნულია ბრენდის განცხადებაში. “ნიჭიერმა ფოტოგრაფმა ბრიჯიტ ლაკომბიმ შესანიშნავად აღბეჭდა ჩვენი ბრენდის არსი, გამოკვეთა აშკარა მიმზიდველობა და ჩვენს პროდუქტებში გამოვლენილი დეტალებზე გულმოდგინე ორიენტირებულობა… კრისტისგან ისეთი დახვეწილობა და ელეგანტურობა გამოსჭვივის, როგორიც ჩვენი ჩანთებისგან, რომლებიც თანამედროვეობისა და ტრანდიციის შერწყმას განასახიერებს.”

© CH Carolina Herrera

Puig-ის მფლობელობაში არსებული “ლაიფსთაილ” ბრენდი CH Carolina Herrera ქალის, მამაკაცისა და ბავშვების პროდუქციას აწარმოებს, მთავარი აქცენტი კი აქსესუარებზე და ტყავის ნაწარმზე კეთდება. ბრენდი ესპანური კომპანია Sociedad Textil Lonia-ის მიერ არის ლიცენზირებული.

CH Carolina Herrera-ს პირველი მაღაზია 2001 წელს გაიხსნა. დღესდღეობით, ბრენდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 329 მაღაზია აქვს, მათ შორის 30 ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს.