Met Gala მოდის “ოსკარებია”, თუმცა მისი ჩატარების მთავარი იდეა მეტროპოლიტენის მუზეუმში ყოველწლიური გამოფენის გახსნის აღნიშნვაა. ტრადიციულად, Met Gala და გამოფენა ერთი და იგივე თემატიკისაა, რაც წელს “Sleeping Beauties: Reawakening Fashion” გახდა. დედამიწითა და ბუნებით შთაგონებული ექსპოზიცია ბუნების სამ ელემენტზე, მიწაზე, ჰაერსა და წყალზე მოგვითხრობს. გამოფენის კურატორი ენდრიუ ბოლტონია, რომელმაც ექსპოზიციებით კოსტიუმის 400-ზე მეტწლიანი ისტორია უნდა მოგვითხროს, – ზოგიერთი ექსპონატი მე-17 საუკუნიდანაა. თუმცა, თუ მოდას თვალს ადევნებთ, მუზეუმში გამოფენილ ბევრ კოსტიუმს მომენტალურად იცნობთ.
გთავაზობთ კოსტიუმთა კრებულს თანამედროვე მოდის ინდუსტრიიდან, რომლებიც ვიზიტორებისთვის მეტროპოლიტენის მუზეუმში 10 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი:
































