Jacquemus-მა ახალი პოპ-აპ სივრცის გახსნის შესახებ სიახლე ინსტაგრამზე ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნებით გაავრცელა. სიმონ პორტ ჟაკმუსის დაფუძნებული ფრანგული ბრენდი კაფსულა კოლექცია “Été”-ს მეორე ნაწილის წარსადგენად კომოს ტბას ირჩევს. Jacquemus-მა აღნიშნული კოლექცია თავის მომხმარებელს პირველად გასულ თვეში შესთავაზა. “Été”-ს პირველმა ნაწილმა ნიუ-იორკსა და ბევერლი-ჰილზზე მდებარე Saks Fifth Avenue-ს თაროები დაიკავა.

ახალი პოპ-აპი ჩერნობიოში, Tessabit-ის 535 კვადრატულ ფუტ სივრცეში განთავსებულ მაღაზიაში 16 ოქტომბრის ჩათვლით მოეწყობა. Tessabit 1953 წელს მოტლენის ოჯახმა დააარსა და ამ დროიდან მოყოლებული კომოს ტბის სანაპიროებზე არაერთი მდიდრული მაღაზიით არის წარმოდგენილი.

© Jacquemus

სივრცეში ხელმისაწვდომი ზაფხულისთვის მიძღვნილი, ფრანგული რივიერით შთაგონებული კოლექცია მოიცავს ქალისა და მამაკაცის ready-to-wear ნივთებსა და აქსესესუარებს, რომლებიც Jacqmues-ის ბრენდის მახასიათებელების ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მასში შემოთავაზებულია ექსკლუზიური ფერები, მათ შორის: კანარის ყვითელი და მიწიერი ტონები.

ასევე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Jacquemus პოპ-აპის მოსაწყობად იტალიას ირჩევს. ბრენდმა ამ ტიპის მაღაზია მილანის ცენტრში 2022 წლის თებერვალში, მოდის კვირეულის ფარგლებშიც გახსნა.