“Collecting Fashion: Nostalgia, Passion, Obsession” – ასე ჰქვია Rizzoli-ს ახალ წიგნს, რომელიც თავს უყრის არაერთი კოლექციონერის მფლობელობაში არსებულ დიზაინერული ნივთების არქივულ კოლექციებს. ალექსანდრა კარლის ავტორობით გამოცემულ წიგნში მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ზაჰა ჰადიდის, მიშელ ლამის, მიშელ ელის, ალექსანდრ ფიურის და სხვების ფასდაუდებელ მატერიალურ მოდურ ისტორიას.
Helmut Lang-ის არქივული კოლექცია დავით გიორგაძეს ობიექტივში
წიგნი 300-ზე მეტი გვერდისგან შედგება და მასში ისეთი დიზაინერების შემოქმედებას შევხვდებით, როგორებიც არიან: Issey Miyake, Maison Martin Margiela, Thierry Mugler, John Galliano, Alexander McQueen და ბევრი სხვა. ფოტოებს თან ერთვის ტექსტები, რომლებიც მკითხველს ღრმა ცოდნას აწვდის მოცემული კოლექციების შესახებ.
Helmut Lang-ის არქივული კოლექცია დავით გიორგაძეს ობიექტივში
“Collecting Fashion: Nostalgia, Passion, Obsession“-ში ასევე წარმოდგენილია დავით გიორგაძის გადაღებული Helmut Lang-ის ვინტაჟური სამოსი და აქსესუარები. ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში ავსტრიელი დიზაინერის შემოქმედების ნომერ პირველი კოლექციონერის – მაიკლ კარდამაკის (ENDYMA) კოლექცია მოექცა.
Helmut Lang-ის არქივული კოლექცია დავით გიორგაძეს ობიექტივში
აღსანიშნავია, რომ წიგნში თითოელი თავი ერთმანეთისგან განსხვავდება და ყოველი კოლექციონერისადმი მიძღვნილი ნაწილი უნიკალურობით გამოირჩევა. “არცერთი თავი არ ჰგავს ერთმანეთს – იმ შემთხვევაშიც, როცა ერთი ფოტოგრაფის მიერ არის გადაღებული, ისინი ერთმანეთისგან მაინც განსხვავებულია,” – განაცხადა ავტორმა.