სილამაზის ბრენდის შექმნის შემდეგ, კაილი ჯენერი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა, თუმცა არც მისი და, კიმ კარდაშიანი ჩამორჩება დეკორატიული კოსმეტიკის ბიზნესს. ცოტა ხნის წინ რეალითი შოუს ვარსკვლავმა უახლესი თანამშრომლობა დააანონსა უინი ჰარლოუსთან. კანადელი ტოპ მოდელი ცნობილი ტაირა ბენქსის შოუს, America’s Next Top Model-ის შემდეგ გახდა.
უინის პორტფოლიოში არაერთი მნიშვნელოვანი კოსმეტიკური რეკლამაა, თუმცა “KKW X Winnie” ტოპ მოდელისთვის პირველი დიდი კოლაბორაციაა. თანამშრომლობა თვალის ჩრდილის პალეტს, ჰაილაითერს და 3 ტუჩსაცხს მოიცავს.
KKW X Winnie – ფოტო კამპანიიდან
ჰარლოუ კარდაშიანის ერთგული გულშემატკივარია. 2018 წელს, CFDA-ის დასრულების შემდეგ, სადაც კიმს ინფლუენსერის პირველი ჯილდო გადაეცა, უინიმ კარდაშიანს ყველასთვის მისაბაძი მაგალითი და „აიქონი“ უწოდა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, მათ შორის სხვა წარმატებული ტოპ მოდელებისგანაც. შესაძლოა სხვებს მისი სიტყვები გადაჭარბებულად და პირფერობად მოეჩვენათ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, დღეს ის თავის აიქონთან ერთად პროდუქციას ქმნის და სარეკლამო კამპანიებს ამშვენებს.