კიმ კარდაშიანის ახალი საცვლების ბრენდი ‘კიმონო’ კრიტიკის ობიექტი გახდა. როგორც იცით, კიმონო ეროვნული იაპონური სამოსია და კიმის ბრენდის სახელმა იაპონური წარმომავლობის მქონე საზოგადოების გაღიზიანება გამოწვია. ბრენდის სახელს ტვიტერზე აპროტესტებდნენ ჰეშთეგით #KimOhNo
“მესმის და ღრმა პატივისცემა მაქვს იაპონურ კულტურაში კიმონოს დატვირთვის მიმართ. ჩემი ბრენდი განსხვავებული და ყველაფრისმომცველია და ამაყი ვარ მისი წარდგენით. არანაირი გეგმა არ მაქვს, რომ შევქმნა სამოსი, რომელიც გავს ან შეურაცხყოფას აყენებს ტრადიციულ სამოსს.
ყოველთვის ვუსმენ, ვსწავლობ და ბიზრდები – ვაფასებ ყველა ხედვას, რომლებსაც ადამიანები მაწვდიან. როდესაც ჩემი ბრენდის სახელი გამოვაცხადე, ეს საუკეთესო განზრახვებით გავაკეთე. ჩემი ბრენდები განსხვავებული და ყველაფრისმომცველია და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემს Solutionwear ბრენდს ახალი სახელით წარვადგენ. მალე შეგეხმიანებით. მადლობა გაგებისა და მხარდაჭერისთვის.” -კიმ კარდაშიანი.
იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა, ჰიროშიგე სეკომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ კიმმა ბრენდს სახელი უკვე შეუცვალა, შეერთებულ შტატებში გაგზავნის ხალხს, რომელიც თვალს ადევნებს სახელ კიმონოს პატენტის საკითხს, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევა.
“კიმონო მთელს მსოფლიოში ჩვენი კულტურის გამოკვეთილ ნაწილად ითვლება, ამერიკაშიც კი კარგადაა ცნობილი, რომ კიმონო იაპონურია.”