NBA-მ და კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდმა Skims-მა მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, Skims NBA-ს, WNBA-ს და USA Basketball-ის ოფიციალური პარტნიორი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენებისათვის საცვლებს ექსკლუზიურად კარდაშიანის ბრენდი შექმნის. 

“Skims-ის NBA-თან თანამშრომლობის გამო დაუჯერებლად ამაყი ვარ, რამდენადაც ეს ჩვენს კულტურაზე Skims-ის გავლენის ზრდის გამოხატულებაა.”- აღნიშნავს ბრენდის თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი, კიმ კარდაშიანი პრეს-რელიზში. სიახლეს გამოეხმაურა NBA-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ადამ სილვერი და განაცხადა, რომ  Skims-თან პარტნიორობის ფაზა უკვე შეეხება ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორებიც არის NBA all-star და NBA-ის სეზონური თამაშები.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობამდე ერთი დღით ადრე, 26 ოქტომბერს Skims-მა მამაკაცის ხაზი Skims Mens წარადგინა. რაც შეეხება ბრენდის ისტორიას, Skims 2019 წელს დაარსდა. ბრენდის კონცეფცია ინკლუზიურობა და ე.წ. body-positive არის, რაც მოდელების ზომების მრავალფეროვნებას გულისხმობს. 2023 წლის ივლისში ბრენდის ღირებულებამ 4 მილიარდს მიაღწია.