ცოტა ხნის წინ, NBA-მ და კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდმა Skims-მა მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ამ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კი კარდაშიანმა კიდევ ერთი სიახლე წარადგინა – Skims-მა ახალი სპეციალური კოლექცია გამოუშვა, რომელიც Swarovski-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. კოლექცია სვაროვსკის თვლებით გაფორმებულ საცვლებს, კაბებს, ტანის აქსესუარებს და სამკაულებს აერთიანებს. მოდელები Skims-ის ესთეტიკისათვის დამახასიათებელი, კანის ფერის – ე.წ. Nude ტონალობებშია წარმოდგენილი.
როგორც Swarovski-ის წარმომადგენლები აფასებენ, ეს კოლექცია ძლიერ, დამოუკიდებელ ქალებს ეძღვნება, რომლებიც თავდაჯერებით გამოხატავენ ინდივიდუალურ სტილს. Swarovski-სთან კოლაბორაციაზე საუბრისას კი კიმ კარდაშიანმა აღნიშნა, რომ ამ კოლექციით სურდა, ყოველდღიურ სტილში კრეატიული ხედვა შეეტანა.
Skims-ის და Swarovski-ის კოლექცია ხელმისაწვდომი 7 ნოემბრიდან იქნება.
ნახეთ კამპანიის ფოტოსესია: