კიმ ჯონსის სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა ყოველთვის განსაკუთრებულ ხმაურს იწვევს. გავიხსენოთ Louis Vuitton-ში ყოფნისას მისი კოლაბორაცია Supreme-სთან ან Dior-ში Nike-თან თანამშრომლობით შექმნილი Air Jordan 1 – რა შეიძლება იყოს მოდაში Hype-ის უკეთესი განმარტება?
ამჯერად ბრიტანელი დიზაინერი Converse-ის განახლებულ კედებს გვთავაზობს.

ჯონსი საკულტო Chuck 70-ს შეცვლილი სახით, თუმცა მისი ყველა ძირითადი მახასიათებლის შენარჩუნებით წარმოგვიდგენს. მოდელები ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში.

კედების გარდა, დიორის მამაკაცის და ფენდის ქალის ხაზების შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა Converse-თან თანამშრომლობით სპროტული სტილის უნისექს ტანსაცმელიც შექმნა, მათ შორის: მაისურები, ქურთუკები, “კარგო” შარვლები და ა.შ.

Converse x Kim Jones კოლექცია გაყიდვაში 8 აპრილიდან გამოვა და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე და შერჩეულ მაღაზიებში.