მიიჩნევა, რომ გაზაფხული გამოღვიძების და განახლების პერიოდია. ეს ბუნებისა და ამინდის ცვლილებასთან ერთად, ხასიათზეც აისახება. გაზაფხული ის სეზონია, როცა ჩვენი ყოველდღიურობა მეტად აქტიური და სასიამოვნოდ დატვირთული ხდება. და რა თქმა უნდა – გაზაფხული გარეგნული იმიჯის განახლების პერიოდიც არის, ეს კი ხშირად ყოველდღიური, თუ გამოსასვლელი მაკიაჟის ესთეტიკაში ვლინდება. 2024 წლის გაზაფხულის დადგომასთან ერთად, KIKO Milano წარმოგვიდგენს ახალ კოლექციას სახელწოდებით Days In Bloom. ფერების მრავალფეროვანი პალიტრით და მსუბუქი ტექსტურით, ეს კოლექცია მაკიაჟის ყველა პოპულარულ ტენდენციას ითვალისწინებს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის, რომ მოუხედავად ფერადოვნებისა, კოლექციის პასტელურ ტონალობებს მაკიაჟში ბალანსი შეაქვს. ეს კი თავისთავად პასუხობს მაკიაჟის  და თავის მოვლის ბოლოდროინდელ ტრენდს – ე.წ. Clean Girl ესთეტიკას. 

იმისათვის რომ Days In Bloom კოლექცია  უკეთ გაიცნოთ,  მისი პროდუქტების ცალკეულ მიმოხილვას გთავაზობთ:

კანზე ზრუნვა 

2-in-1 Jelly Cleanser & Make Up Remover-ით, რომელიც გამდიდრებულია ნუშის ზეთითა და ყვავილების ექსტრაქტით, ნაზი ტექსტურით გამოირჩევა და კანის გაღიზიანების გარეშე, ნაზად და იდეალურად მოგაშორებთ მაკიაჟს. Radiant Universal Oil კოლექციის კიდევ ერთი უნივერსალური პროდუქტია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სახეზე, სხეულსა და თმაზე. ის მარტივად შეიწოვება და ისეთ ბზინვარებას ტოვებს, რომელიც ასე უხდება გაზაფხულს.


ბოლო დროს ტუჩის ზეთები საკმაოდ პოპულარული გახდა, რადგან ის ბალმთან შედარებით ბევრად ძლიერი და ეფექტური  დატენიანებით გამოირჩევა. Nutri-Glow Lip Oil ამ მხრივ საკმაოდ პრაქტიკული პროდუქტია. გარდა ძლიერი მოქმედებისა, მას არ ახასიათებს წებოვნება ამიტომ  მისი გამოყენება ტუჩსაცხის წასმის შემდეგაც შეგიძლიათ. გარდა სასარგებლო თვისებებისა ასეთ შემთხვევაში ის  ტუჩსაცხის ფერსაც მეტად ინტენსიურს ხდის. 

მიუხედავად ფერების მეტად გაბედული არჩევანისა, გაზაფხულის სეზონს მსუბუქი მაკიაჟი უხდება. Natural Touch BB Cream SPF 30-ით ახალი შეფერილი კრემია რომელიც, კომფორტულად გადასანაწილებელი ტექსტურით სრულყოფილ ბაზას ქმნის. პროდუქტი მსუბუქი და საშუალო დაფარვით გამოირჩევა და კანს ერთგვაროვანსა და გლუვს ხდის. სახის მაკიაჟის და კანის სრულყოფისათვის კოლექციაში ასევე აღმოაჩენთ ისეთ პროდუქტებს, როგორებიც არის კონსილერი, ე.წ. Stick Highlighter სახისა და ტანისათვის, ნაზი ტექსტურის ბლაში, კონტურინგის პალეტი, პუდრი და ცხადია ფუნჯების ნაკრები, რომელიც იდეალური მაკიაჟის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა. 

თვალები

Multi FacetedEyeshadow Palette კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პროდუქტია, რომელიც ყვავილების სილამაზით შთაგონებული ფერებით თვალის მაკიაჟის ინტერპრეტაციის მრავალ შესაძლებლობას მოგცემთ. მეტი ეფექტისთვის კი შეგიძლიათ, გამოიყენეთ კრემისებრი Metamorphic Eyeshadow, რომელიც თვალზე  თითით  მარტივად ნაწილდება.

ტუში თვალის მაკიაჟის ერთ-ერთი მთავარი დეტალია. ვიზაჟისტები იმასაც კი ამბობენ, რომ ტუშის წასმა თავისთავად ხელოვნებაა. KIKO Milano-ს საგაზაფხულო კოლექციაში აღმოაჩენთ Length & Definition Mascara-ს,   რომელიც 12 საათის განმავლობაში განსაკუთრებული მდგრადობით გამოირჩევა  და გამდიდრებულია მკვებავი ინგრედიენტებით. 

მაკიაჟში გაზაფხულის  სახასიათო  დეტალებისათვისა და მეტი მხიარულებისთვის Days In Bloom კოლექციაში წარმოდგენილია Trio Eyepencil,  რომელიც სამ ულამაზეს ფერს აერთიანებს. 

თვალის მაკიაჟის დასრულებისა და მეტად გამოკვეთისთვის კი KIKO Milano გთავაზობთ Brow Perfecting Pen-ს, რომლის  გამოყენებით წარბების ფორმის მარტივად და სწრაფად დახვეწას შეძლებთ. 

ტუჩები

როცა საქმე ტუჩის მაკიაჟს ეხება, აუცილებელია, რომ პროდუქტის არჩევისას  არა მხოლოდ მის ფერსა და ტექსტურაზე, არამედ შემადგენლობაზეც ვიფიქროთ.  Hydra Glow Lipstick დამატენიანებელი ფორმულითა და ინტენსიური ფერებით, იდეალური არჩევანია გლუვი ეფექტის მისაღებად. პროდუქტი შეიცავს ასკილის ზეთსა და ჟასმინის ყვავილების ექსტრაქტს, რომლის წყალობითაც მომენტალურად იგრძნობთ დამატენიანებელ ეფექტს. 

Days In Bloom კოლექციის ტუჩის ხაზში ასევე შეგხვდებათ  ტუჩის ფანქარი და გლოსი Volumizing Lip Shine, რომელიც  მოცულობითი ეფექტით ხასიათდება. 

და ბოლოს, საგაზაფხულო იმიჯის სრულყოფისთვის მოვლილ ფრჩხილებზეც უნდა იფიქროთ. KIKO Milano-ს ახალი Days In Bloom კოლექციაში ფრჩხილის ლაქის მრავალფეროვანი პალიტრასაც აღმოაჩენთ.  

კოლექციის დათვალიერებასა და შეძენას KIKO Milano-ს ოფიციალურ მაღაზიებში შეძლებთ. მაღაზიები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: 

სითი მოლი საბურთალო, სავაჭრო ცენტრი მერანი, თბილისი მოლი, სითი მოლი გლდანი, ისთ ფოინთი, ბათუმი – გრანდ მოლი. შერჩეული პროდუქტების შეძენა და სასურველ მისამართზე მიღება ასევე შეგიძლიათ Glovo-ს აპლიკაციის მეშვეობით.

Days In Bloom კოლექციის შესახებ მეტი დეტალისათვის ასევე შეგიძლიათ, ეწვიოთ KIKO Milano-ს სოციალური მედიის ოფიციალურ არხებს: 

KIKO Milano – Instagram 

KIKO Milano – Facebook