თანამედროვე სამყაროში,  სილამაზის ინდუსტრიამ მრავალმხრივი დატვირთვა შეიძინა. კოსმეტიკა ესთეტიკურ დატვირთვასთან ერთად, საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებად იქცა. სოციალურმა მედიამ შესაძლებლობა მოგვცა, უფრო მეტი რამ გავიგოთ უახლესი Beauty ტრენდების შესახებ და მეტად გამბედავებიც ვიყოთ მაკიაჟის კეთებისას. ამისათვის კი, საჭიროა კრეატიულობა და რაც მთავარია, ხარისხიანი და მრავალფეროვანი კოსმეტიკა. სწორედ ამ კონცეფციაზეა შექმნილი KIKO MILANO, რომელიც რამდენიმე თვეა უკვე ქართულ ბაზარზე ოფიციალურად არის წამოდგენილი.

წლების განმავლობაში, ბრენდი უამრავი ვიზაჟისტისა, თუ უბრლოდ კოსმეტიკური საშუალებების მოყვარული ადამიანებისათვის ერთ-ერთი რჩეული ბრენდია. ის ინარჩუნებს თავის მრავალწლიან ტრადიციას და ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად განახლებულ პროდუქტებს სთავაზობს.

CHARMING ESCAPE – ასე ჟღერს “კიკო მოლანოს” შემოდგომის ახალი კოლექციის სახელწოდება, რომლის შთაგონებად იტალიის პეიზაჟები იქცა. ჩვეული ფერადოვნებით და მდგრადი ტექსტურით, KIKO MILANO თავისი ახალი ხაზით, ბუნების მშვენიერებას ორიგინალური ფორმით წარმოაჩენს. CHARMING ESCAPE სრულყოფილი მაკიაჟის შექმნისათვის საჭირო ყველა პროდუქტს აერთიანებს: კოლექციაში აღმოაჩენთ, როგორც კანის მოვლის საშუალებებს, ასევე დეკორატიული კოსმეტიკის სრულ ნაკრებს. 

როცა საუბარია იდეალურ მაკიაჟზე, შემთხვევითი არ არის, რომ აქვე ვახსენებთ კანის მოვლის პროდუქტებს – დეკორატიული კოსმეტიკის შესაძლებლობები სრულყოფილად მაშინ ჩანს, როცა კანი შესაბამისად არის მომზადებული. “კიკო მილანოს” სამმაგი მოქმედების სახის ნიღაბი და შრატი ბუნების იმ ინგრედიენტებზეა დამზადებული, რომლებსაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მოიხსენიებდნენ სილამაზის ელექსირის სახელით. თაფლის, ყურძნის, ზეითუნისა და სხვადასხვა არომატული ეთერზეთების შემცველობით, CHARMING ESCAPE  თქვენს კანს აუცილებელი ვიტამინებით ამდიდრებს.

რაც შეეხება  “კიკო მილანოს” ახალი კოლექციის დეკორატიულ კოსმეტიკას, მის მახასიათებლებს თავად ბრენდის ერთ-ერთი  გზავნილი,  შეიძლება ითქვას, ყველაზე კარგად აღწერს – CHARMING ESCAPE  სილმაზის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს. სწორედ ამის შედეგია ნატურალური შემადგენლობის მდგრადი ფორმულა, რაც თითოეული პროდუქტის გამოყენებისას, იდეალურ შედეგს უზრუნველყოფს. როგორც უკვე აღვნიშნეთ კოლექციაში დეკორატიული კოსმეტიკური პროდუქტების მრავალფეროვან ნაკრებს აღმოაჩენთ და სახის თითოეულ დეტალს სრულყოფილად გამოკვეთთ. 

CHARMING ESCAPE-ის უკეთ გასაცნობად, შეგიძლიათ KIKO MILANO-ს თბილისის ოფიციალურ მაღაზიებს ეწვიოთ, რომლებიც მდებარეობს თბილისი მოლში, ისთ ფოინთში და სითი მოლში საბურთალოზე.

კოლექცია ასევე ოფიციალურად არის წარმოდგენილი ShopShop-ის პლატფორმაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინ შეძენისათვის,  შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულს ეწვიოთ.

შეგახსენებთ, რომ KIKO MILANO 1997 წელს დაარსდა, სტეფანო პერკასისა და მისი მამის, ანტონიო პერკასის მიერ. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, ბრენდმა მილიონობით ერთგული მომხმარებელი შეიძინა. ამ ეტაპზე მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა  ქვეყნის მასშტაბით, “კიკო მილანოს” 900-ზე მეტი მაღაზია აქვს.

KIKO Milano-ს საქართველოში ოპერირებას უწევს  Retail Group Georgia – კომპანია, რომელიც დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ათეულობით მაღაზიას წარმატებით წარადგენს.