ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, დაუვიწყარი მომენტებისთვის მზადებაც აქტიურად იწყება. მაკიაჟი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი იერის სრულყოფაში, სადღესასწაულო პერიოდში კი განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ამაღლებულ განწყობას გამოხატავს.

Kiko Milano თავის მომხმარებელს ახალ „Joyful Holiday“ კოლექციას სთავაზობს, რომელიც იდეალურია საზეიმო გარემოებებისთვის. კოლექცია ჯადოსნური საახალწლო განწყობით არის შთაგონებული, რაც ყველაფერში ვლინდება: ფერებში, ტექსტურებსა და ფორმებში. განსაკუთრებული ფორმულებით გამდიდრებულ პროდუქტებში ლალისფერი წითელი და ოქროსფერი ტონალობები დომინირებს. საახალწლო განწყობის შესაბამისად ისინი დარიჩინის და ჯინჯერის ორცხობილების სურნელით არის გაჟღენთილი. ყველაფერთან ერთად, გამორჩეული შეფუთვის დამსახურებით თქვენს საყვარელ ადამიანებს შეგიძლიათ მიმზიდველი და სასიამოვნო საჩუქარიც გაუკეთოთ.

აქვე გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას თუ როგორ გამოიყენოთ პროდუქტები Kiko Milano-ს საახალწლო კოლექციიდან, რათა სადღესასწაულო სიტუაციებში ეფექტურად გამოიყურებოდეთ;

კანის მოვლა

დღე თბილი, დამამშვიდებელი შხაპით დაიწყეთ, რომელიც თქვენს კანს Sugar Cuddle Face & Body Scrub-ისთვის მოამზადებს. შემდეგ კანის განებივრების ჯერი დგება, რაშიც უნიკალური ფორმულისა და სურნელის მქონე Apply Golden Brightening Face Mask დაგეხმარებათ. სახის კანი დაიტენიანეთ 2-1-ში პროდუქტით – Night & Day Face Cream, რომელიც დღისით დაატენიანებს კანს, ხოლო ღამით – გამოკვებავს. Golden Elixir Hydra Serum კი მარგალიტისებრ მბზინვარებას მოგანიჭებთ. ტუჩებისთვის გამოიყენეთ მბზინვარე, გადიდების ეფექტის მქონე Nourishing Lip Mask.

უნაკლო სახე

პირველ რიგში, წაისვით Hydra & Glow Face Primer ვარდისფერი ტონებით, რომელსაც გლუვი და დამატენიანებელი ეფექტი აქვს. შემდეგ სახის კანზე გადაინაწილეთ 24H Glam No Transfer Foundation, რომელსაც წყლისა და სიცხის მიმართ მდგრადი ფორმულის მეშვეობით ხანგრძლივი და შესანიშნავი მატ ეფექტი აქვს. იმ ნაწილში კი, სადაც მეტი სიგლუვე გჭირდებათ, დაიტანეთ Hydrating Matte Powder.

შემდეგი ეტაპი თქვენი მაკიაჟის გადახალისებაა. შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტი – Luminous Baked Bronzer, Enchanting Duo Blush, Liquid Highlighter და Shimmer Dream Highlighter 3-3 ფერშია წარმოდგენილი. ბრონზერის და ბლაშის გამოყენების შემდეგ, სახის სასურველ ნაწილში წაისვით ჰაილათერი, რომელიც განსაკუთრებით უხდება დღესასწაულებს. All You Need Face Palette, რომელიც ბრონზერს, ბლაშს, ჰაილაითერსა და პუდრს აერთიანებს, ასევე დაგეხმარებათ გამოკვეთოთ თქვენი სახის ნაკვთები.

თვალები

იმისათვის, რათა თქვენი მზერა მომნუსხველი იყოს, გამოიყენეთ მაღალი ინტენსივობის, ხავერდოვანი ტექსტურის მქონე ბრჭყვიალა ჩრდილები – Metallic Obsession Eyeshadow, შეურიეთ მას მატი ან მარგალიტისებრი ეფექტის Bright Dream Eyeshadow Palette-ის ნებისმიერი ფერი. უფრო თამამი ვიზუალისთვის კი არჩევანი გააკეთეთ Couple Goals Duo Eyeshadow-ს მეტალის ელფერით შთაგონებულ ინტენსიურ ჩრდილებზე. ეფექტის გასაძლიერებლად წაისვით Lasting Duo Eye pencil, მეტი კრეატიულობისთვის კი შავი და მბზინვარე Matte & Glitter Duo Eyemarker გამოგადგებათ. და რაც აუცილებლად დაგჭირდებათ არის მდგრადი ტუში – Lasting & Care Mascara, რომელიც არგანის ზეთით, პანთენოლითა და მცენარეული ცვილით არის გამდიდრებული. Kiko Milano ასევე გთავაზობთ ულამაზესი შეფუთვის მქონე Shining Night Eyeshadow Palette-ს, რომელშიც 12 განსვავებული ფერია გაერთიანებული.

ტუჩები

იმისათვის, რომ სადღესასწაულო განწყობა თქვენს ტუჩებზეც გამოიხატებოდეს, გამოიყენეთ Kiko Milano-ს Golden Dust Hydra Balm დამატენიანებელი ფორმულითა და ოქროსფერი ბზინვარებით. Diamond Pearls Lipgloss პრიალა, მინისებრი ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ, ხოლო თუ უპირატესობას გლუვ ტუჩებს ანიჭებთ მაშინ Matte Desire Lipstick წაისვით, კრემოვანი ტექსტურის მოყვარულებისთვის კი Hydra Desire Lip Stylo საუკეთესო არჩევანი იქნება. თუ გსურთ თქვენი ტუჩები თვალისმომჭრელი სიკაშკაშით გამოკვეთოთ, მაშინ სრული დაფარვის და მაღალი პიგმენტურობის Sparkling Lips Lipstick სწორედ თქვენთვისაა.

ბოლო ეტაპი – ფრჩხილები

Kiko Milano საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ ფრჩხილის ლაქი, რომელიც თქვენი სადღესასწაულო ლუქის შესაბამისი იქნება. გამოიყენეთ Metal Power Nail Lacquer-ის ორი ფენა, ბრჭყვიალა ეფექტისთვის კი დაიმატეთ Glitter Power Nail Lacquer-ის ერთი ფენა. ყველა ეტაპის გავლის შემდეგ, თქვენი სადღესასწაულო იერით გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილებას აუცლებლად მოახდენთ.

Kiko Milano-ს პროდუქტების შესაძენად ეწვიეთ მაღაზიებს: თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და სითი მოლი საბურთალოზე ან შეიძინეთ პროდუქცია ონლაინ: www.shopshop.ge ან www.blush.ge.