კაილი ჯენერმა ტანსაცმლის ბრენდი Khy წარადგინა. ჯენერმა სიახლე თავის ინსტაგრამზე 24 ოქტომბერს გაავრცელა და გამომწერებს ბრენდის ოფიციალური გვერდიც გაუზიარა. 25 ოქტომბერს კი, კაილის და მისი ახალი ბიზნესის შესახებ WSJ. Magazine-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომლის ფოტოსესიაში ჯენერი Khy-ის კოლექციით პოზირებს.

წლების განმავლობაში კაილი ჯენერი მოდის სამყაროსთან მჭიდროდ ასოცირებული პერსონა გახდა. ის არაერთი ლუქს ბრენდის წარმდგენ ინფლუენსერად პოზიციონირდა. 

Khy-ის შეძენა მსურველებს პირველი ნოემბრიდან ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ. 

ცნობილია, რომ Khy კაილი ჯენერის პერსონალური სტილით იქნება შთაგონებული. ბრენდი კოლექციებს მოწვეულ დიზაინერებთან კოლაბორაციით გამოუშვებს. პირველი კოლაბორატორი ბერლინური ბრენდი Namilia იქნება, რომელიც გენდერულად ნეიტრალურ სამოსს ქმნის. Namilia-ს დამფუძნებლები ნან ლი და ემილია ფოლი არიან. Namilia-ს მოდელები სხვადასხვა დროს მოირგეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან Cardi B, Megan Thee Stallion და BLACKPINK-ის წევრები.

დებიუტისას Khy 12 მოდელს წარადგენს. თითოეული მათგანი ხელოვნური ტყავისგან არის დამზადებული და WSJ. Magazine-ის მიხედვით, მათი ფასი 200 დოლარამდე იქნება.

Khy-ის, როგორც ბიზნესის მიღმა, კრის ჯენერთან ერთად, ჯენს და ემმა გრეიდები არიან. გრეიდებს კარდაშიანებთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ. სწორედ ისინი არიან კიმ კარდაშიანის Skims-ის აღმასრულებელი დირექტორები და კომპანიის ფინანსურ განვითარებაზე ზრუნავენ. 

ნახეთ კაილი ჯენერის ახალი ფოტოები, რომლებშიც მან Khy-ის მოდელები მოირგო: