ახლად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Kering-ის დაქვემდებარებაში მყოფი მოდის სახლები სრულად ამოიღებენ ბეწვს გამოყენებიდან. Gucci და Bottega Veneta უკვე წლებია აღარ აწარმოებენ ბეწვეულობას, თუმცა ახლა კონგლომერატის დირექტორმა, ფრანსუა-ენრი პინომ განაცხადა, რომ “ბეწვეულს ლაქშერი ბიზნესში ადგილი აღარ აქვს.” კერინგის გუნდი მდგრადი მოდის მოდელის მორგებას უკვე დიდი ხანია ცდილობს, რაც ეხმაურება ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ბრენდებს მალე შეუერთდებიან ბალენსიაგა, ალექსანდრ მაკქუინი, სან ლორანი და ბრიონი.
Gucci Gift 2020 campaign (c) GUCCI Bottega Veneta Spring 2021 campaign (c) BOTTEGA VENETA
უკვე რამდენიმე წელია დიდი ბრენდები უარს ამბობენ გარემოს დაბინძურებაზე, ჭარბწარმოებასა თუ ნატურალური ბეწვეულობის გამოყენებაზე. პრადა, ვერსაჩე, ბარბერი და შანელი მცირე ჩამონათვალია იმ მოდის სახლებისა, რომლებმაც ასევე თქვეს უარი ბეწვზე ბოლო წლების განმავლობაში.