ფრანსუა-ჰენრი პინო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 113 მილიონ დოლარს გამოყოფს. ფრანსუა ქერინგის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თავჯდომარეა. მისი კომპანიის მფლობელობაში შედის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: გუჩი, ბალენსიაგა, ივ სან ლორანი და სხვები.
ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა, რომელმაც პარიზის ღირსშესანიშნაობა მნიშვნელოვნად დააზიანა. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, თუმცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 850 წლის ტაძარი ხელახლა აშენდება.
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ისევ ავაშენებთ, რადგან სწორედ ამას ელიან ფრანგები,“ – ამბობს მაკრონი. „ის მათი ცხოვრების ეპიცენტრია. ჩვენი ისტორია ასე მოქცევას იმსახურებს. საუბარი ჩვენს ღირსებაზეა.“
მალევე განცხადება გავრცელდა არნოების ოჯახიდანაც, რომელიც ფრანგულ კონგლომერატ LVMH-ს ფლობს და ლუი ვიტონზე, დიორზე, ჟივანშიზე და სხვა არაერთ ბრენდზეა პასუხისმგებელი.
“არნოების ოჯახს და ელვიემეიჩ ჯგუფს სურს თავიანთი სოლიდარობა გამოხატონ ამ ნაციონალური ტრაგედიის დროს და გამოთქვამს მზადყოფნას, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ამ ექსტრაორდინალური ტაძრის აღდგენაში, რომელიც საფრანგეთის სიმბოლო, ფრანგთა ერთობის მემკვიდრეობაა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
არნოები ტაძრის აღსადგენად 226 მილიონ დოლარს გამოყოფენ.
ჯამში ტაძრის აღდგენას უმსვილესი მოდური კონგლომერატებისგან გაღებული 300 მილიონ დოლარზე მეტი მოხმარდება.