KENZO-DOME – ასე ჰქვია სნიქერების პირველ სერიას, რომელიც NIGO-მ მას შემდეგ შექმნა, რაც ის 2021 წლის სექტემბერში Kenzo-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. სახელი პარიზში, Palais de Tokyo-ში სკეიტერების მიერ DÔME-დ წოდებულ ცნობილ სივრცეს მიემართება. 1990-იანების შუა წლების სკეიტბორდ ერით შთაგონებული ფეხსაცმელები სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.




© Kenzo
მინიმალისტური დიზაინის ზამშის თუ მარცვლოვანი ზედაპირის მქონე ტყავის სნიქერები შემოთავაზებული იქნება რამდენიმე ფერში: ყავისფერში, ვარფისფერში, შავსა და თეთრში. Kenzo-ს ბრენდინგი წარმოდგენილია როგორც თითოეული წყვილის უკანა მხარეს და ნაპა ტყავისგან დამზადებულ ენაზე, ისე რეზინის ძირზე. KENZO-DOME-ს გამოშვება 30 მაისს იგეგმება.