“L’Oréal Paris-ისთვის დიდი პატივია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალთან თანამშრომლობა,” განაცხადა დელფინ ვიგიერ-ოვასმა, ლორეალის გლობალურმა პრეზიდენტმა, “ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ბრენდისთვის, მსოფლიოს გარშემო ქალების მხარდაჭერის გზაზე. ქენდალი ლორეალის ქალს ზუსტად განასახიერებს, ის სუპერმოდელი და მოდის ინდუსტრიის მუზაა.”
ქენდალს მომავალში ვიხილავთ, როგორც ბრენდის წარმომადგენელს სხვადასხვა ღონისძიებებზე, ასევე კამპანიებში, მათ შორის ის ბრენდის ახალი პროდუქტის, Infallible Matte Resistance Lipstick-ის სახე იქნება, რომელიც გაყიდვაში ჯერ არ ჩაშვებულა.
“ჩემთვის დიდი პატივია, შევუერთდე ძლიერი ქალების ოჯახს და წარმოვთქვა საკულტო ფრაზა ‘I’m worth it’” ამბობს მოდელი, “ლორეალის გუნდში გაწევრიანება ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან [ბრენდის] პროდუქტებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიყენებდი.”
ჯერ-ჯერობით, კონკრეტული პროდუქტების კამპანია ქენდალის მონაწილეობით არ გავრცელებულა, თუმცა, ლორეალმა მოდელის რამდენიმე ფოტო გაავრცელა. ერთ-ერთში მას თეთრი მაისური აცვია, ბრენდის სლოგანით “I’m worth it”.
იხილეთ ფოტოები: