მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის, Vogue-ის გერმანულმა, იაპონურმა და ტაივანურმა გამოცემებმა ერთდროულად გამოაქვეყნეს მაისისა და ივნისის ნომრები. სამივე გამოცემის გარეკანზე ბრიტანული მოდის ლეგენდა, ქეით მოსია გამოსახული. 

მოსის სამოდელო კარიერა Vogue-ის 100-ზე მეტ გარეკანს აერთიანებს, ჟიზელ ბუნდჩენთან ერთად, იგი ერთადერთი სუპერმოდელია, რომელმაც “ვოგის” ასზე მეტი ნომერი დაამშვენა. 

აღსანიშნავია, რომ ფოტოსესია დაიბეჭდა ჟურნალის ბრიტანულ გამოცემაშიც.  ფოტოგრაფი კი, Nikolai von Bismarck გახლავთ.