ავსტრალიელი მსახიობის წითელი ხალიჩის ლუქებს ინტერნეტი ყოველთვის დიდი ინტერესით ელის. არ იქნება გაზვიადებული თუ ვიტყვით, რომ ქეით ბლანშეტი მოდის მიმდევრების ერთ-ერთი საყვარელი ვარსკვლავია, რომელიც ხშირად ჩნდება გამორჩეულად დახვეწილი კოსტიუმებით. 20 მაისს, კანის კინოფესტივალზე, ვარსკვლავი დიზაინერ ჰაიდერ აკერმანის კაბით გამოჩნდა, რომელიც ჰაიდერმა ჟან პოლ გოტიეს მოდის სახლისათვის შექმნა. გარდა იმისა, რომ ქეითის კაბა ამჯერადაც გამოირჩეოდა კლასიკური და მიმზიდველი დიზაინით, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ყურადღება მიიქცია კაბის ფერებმა. შავი, მწვანე, ღია ვარდისფერი (თეთრი) და ფონად წითელი ხალიჩა – ფერთა შეხამებამ სოციალურ ქსელების მომხმარებლებს პალესტინის დროშა გაახსენა.

მსახიობმა განცხადებისაგან თავი შეიკავა, თუმცა მისი პოზები, გამოეჩინა კაბის უკანა, მწვანე ნაწილი, კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა იმ ვერსიას, რომ ბლანშეტმა კანის კინოფესტივალზე მოდა პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად გამოიყენა.

ქეით ბლანშეტი კანის 2024 წლის კინოფესტივალზე (Clodagh Kilcoyne/Reuters)

აღსანიშნავია, რომ გასულ წლის ნოემბერში, ქეითი ერთ-ერთი იყო იმ ცნობილი ადამიანებიდან, რომლებმაც ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისაკენ ღიად მოუწოდა.