კარლი კლოსი, 31 წლის, ჟურნალ i-D-ის ახალი მფლობელი და გენერალური დირექტორია. გარიგების ფინანსური დეტალები არ საჯაროვდება.

i-D Magazine ვოგის ყოფილმა სამხატვრო დირექტორმა, ტერი ჯონსმა 1980 წელს დააარსა, როგორც ქუჩისა და ახალგაზრდული კულტურის გამოცემა. ისეთ ფოტოგრაფებთან თანამშრომლობით, როგორებიც არიან: მარიო ტესტინო, ტერი რიჩარდსონი და იურგენ ტელერი, i-D მოდის ინდუსტრიაში ახალგაზრდებული მეამბოხე კულტურის ხმა გახდა.

რაც შეეხება კარლი კლოსს, ამერიკელი გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმოდელია. ასობით შოუ, სარეკლამო კამპანია და ფოტოსესია, ბილბორდები მსოფლიოს გარშემო და მილიონობით გამომწერი სოციალურ ქსელებში – კარლი არაერთხელ დასახელებულა Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის. 2018 წელს, კლოსი დაქორწინდა ჯოშუა კუშნერზე, რომელიც საინვესტიციო ფონდის, Thrive Capital-ის დამფუძნებელი და ჯარედ კუშნერის, დონალდ ტრამპის სიძის, უმცროსი ძმაა.

ამ ეტაპისათვის ჟურნალში რადიკალური საკადრო ცვლილება არ იგეგმება – Alastair McKimm, მთავარი რედაქტორი, ინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას, მეტიც, იგი ასევე შეითავსებს სამხატვრო ხელმძღვანელის როლსაც.