“Becoming Karl Lagerfeld” – ასე ჰქვია Hulu-ს და Disney Plus-ის ახალ სერიალს, რომელიც ლეგენდარული გერმანელი დიზაინერის ცხოვრებას აღწერს, რომელსაც დენიელ ბრიული (Daniel Brühl) განასახიერებს. პროექტის შესახებ პირველად ერთი წლის წინ დაანონსდა, ოფიციალური ტრეილერი კი დღეს გამოქვეყნდა.
სერიალი მაყურებელს 1970-იანი წლების პარიზში, მონაკოსა და რომში ამოგზაურებს. ეს არის პერიოდი, როდესაც ლაგერფელდის შემოქმედებითი კარიერის აღმავლობა იწყებოდა. სიუჟეტი ფოკუსირებულია მის კომპლექსურ პერსონაზე, მოდაში დიდებისკენ სწრაფვაზე და ამბიციურ ბუნებაზე. გარდა ამისა, სერიალში ნაჩვენებია ჟაკ დე ბაშესთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის დეტალები და მტრობად ქცეული მეგობრობა ივ სენ ლორანთან.
“Becoming Karl Lagerfeld”-ის პრემიერა 7 ივლისს შედგება. იხილეთ ოფიციალური ტრეილერი: