კარლ ლაგერფელდის უკანასკნელი სურვილი იყო, რომ გარდაცვალების შემდეგ, არც საფრანგეთში და არც ლაგერფელდის მშობლიურ გერმანიაში სამოქალაქო პანაშვიდი არ გამართულიყო. კარლს ჩუმად და წამიერად გაქრობა უნდოდა, თუმცა, როგორც ანა ვინტურმა 20 ივნისს პარიზში თქვა, შეუძლებელია კარლისნაირი ადამიანი წამიერად გაქრეს და ის არავინ გაიხსენოს.  

2500 ადამიანი შეიკრიბა პარიზის გრან პალეში, სადაც ლეგენდარული დიზაინერის მემორიალი გაიმართა. გრან პალე ის ადგილია, რომელსაც ლაგერფელდი ხშირად იყენებდა შანელის ფანტასტიკური ჩვენებების მოსაწყობად.

კარლ ლაგერფელდის მემორიალი პარიზის გრან პალეში

მემორიალს ორგანიზება თეატრისა და ოპერის ხელმძღვანელმა, რობერტ კარსენმა გაუწია. ცერემონიაზე სამ ეკრანზე ლაგერფელდისა და მისი კოლაბორატების ვიდეო ჩანაწერები იყო წარმოდგენილი. ასევე გაიმართა საცეკვაო, მუსიკალური და თეატრალური პერფორმანსები, რომლებსაც დიზაინერი ეთაყვანებოდა. ვინ იყო, რა უყვარდა, რა აძლევდა მას უნიკალურ ენერგიას, ეს ზუსტად ისეთი მემორიალი იყო, როგორსაც ლაგერფელდი იმსახურებდა.  საღამოზე ბევრი ცნობილი სახე ვიხილეთ, მათ შორის: ტილდა სუინტონი, კარა დელევინი, ფარელი, ვალენტინო გარავანი, კლაუდია შიფერი.

კარლ ლაგერფელდის მემორიალი პარიზის გრან პალეში
კარლ ლაგერფელდის მემორიალი პარიზის გრან პალეში

კარლმა იშრომა უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დიზაინერმა, გაძლო უფრო დიდხანს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დიზაინერმა, შექმნა უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დიზაინერმა. ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა და მხოლოდ სიკვდილმა გააჩერა. მაგრამ მსოფლიოს არამხოლოდ მისი შეუდარებელი შემოქმედება, არამედ პიროვნება, კარლ ლაგერფელდი დააკლდა.

Getty Images

ლეგენდარული დიზაინერი 2019 წლის 19 თებერვალს პარიზში გარდაიცვალა და მოდაში ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი თავიც დამთავრდა.

ვიდეო 20 ივნისის მემორიალიდან

Tags :