კიმ კარდაშიანი რეკლამას უწევს თავისი ბრენდის, SKIMS-ის, საცურაო კოსტიუმების ახალ კოლექციას. კამპანიის გადასაღებლად მან მოდის სახელგანთქმული ფოტოგრაფი ნიკ ნაითი შეარჩია, ხოლო სტილისტად პარიზის “ვოგის” ყოფილი მთავარი რედაქტორი, CR Fashion Book-ის დამფუძნებელი, ლეგენდარული სტილისტი – კარინ როიტფელდი მიიწვია.

ახალი კოლექცია, რომელიც პირველად სწორედ კიმზე ვიხილეთ, 30-ზე მეტ დიზანს მოიცავს და მასში აქცენტი რუბი წითელზე და გველის ტყავის პრინტებზე კეთდება. საცურაო კოსტიუმები გაყიდვაში Skims-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ოთხშაბათს გამოვიდა.

იხილეთ კამპანიის ფოტოები