STELLA MCCARTNEY ვეგანური ჩანთის ცნობილი მოდელის – Falabella-ს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბრენდმა კამპანია წარადგინა, რომლის სახე კარა დელევინია. STELLA MCCARTNEY მდგრადი მოდის და ცხოველების უფლებების დამცველი ერთ-ერთი პიონერი ბრენდია. მოდის სახლი ამ სტრატეგიას ჯერ კიდევ მაშინ მიჰყვებოდა, როცა მსოფლიოში ეთიკური წარმოების შესახებ დისკუსია ასეთი აქტუალური არ იყო.
ჩანთა იმ დროისათვის ინოვაციური, გადამუშავებული ვეგანური მასალით შეიქმნა. ის იტალიელმა ოსტატებმა ხელით დაამზადეს. ჩანთის მოდელი სტელა მაკარტნიმ თავისი ბრენდის 2009 წლის ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე წარადგინა. დამზადების ტექნოლოგიასთან ერთად, ჩანთის სილუეტიც შემდგომში ტრენდად იქცა. Falabella სტელა მაკარტნის საყვარელი პინის სახეობის სახელწოდებაა და სწორედ ეს გახდა ჩანთის მოდელის დასახელების ინსპირაციაც.
Falabella Stellabration – ასე უწოდა ბრენდმა ჩანთის 15 წლის იუბილეს და კამპანიაში ჩანთის ახალი ლიმიტირებული მოდელებიც წარადგინა.