კანის კინოფესტივალის 77 წლიან ისტორიაში ახალი თავი დაიწერა. 17 მაისს კინო ჩვენებები ბერძენი რეჟისორის, იარგოს ლანთიმოსის “Kinds of Kindness”-ით გაიხსნა, რომელსაც ფილმის მთავარი ვარსკვლავები, ემა სტოუნი, ჯო ალვინი, მარგარეტ ქუელი და ჰანთერ შაფერი დაესწრნენ. თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ, კანში ამერიკელი მსახიობი დემი მურიც დაბრუნდა.
პოლ შრეიდერის “Oh Canada”-ს მხარდასაჭერად, ფოტოგრაფების წინ, ლეგენდარული მსახიობები უმა თურმანი და რიჩარდ გირი ვიხილეთ. დემი მურის მსგავსად, რიჩარდ გირიც კანის კინოფესტივალზე თითქმის 40 წელი არ გამოჩენილა.
ფრანგი რეჟისორის ჟაკ ოდიარის “Emilia Perez”-ის ჩვენებას ვარსკვლავების არმია ესწრებოდა, მათ შორის: ფილმის მთავარი როლების შემსრულებლები – სელენა გომეზი და ზოი სალდანა, ჯეიმს ფრანკო, კარლა ბრუნი, ალექსა ჩანგი, შარლოტ გენსბურგი, ენტონი ვაკარელო, ფრანსუა ენრი პინო და სელმა ჰაიეკი, ევა ლონგორია, როზი დი პალმა, ევა გრინი და სხვები.
იხილეთ ფოტოები: