შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი ბიონსეს მსოფლიო ტურის, Renaissance-ის ფარგლებში მერილენდში ჩატარებულ კონცერტზე გამოჩნდა. კამალას სპეციალურად მისთვის შეკერილი ლაქუან სმიტის ოქროსფერი პერანგი ეცვა, რომელიც მბზინავი მძივებითაა გაფორმებული.

“ჩემი ბრენდი ძლიერი ქალებისთვისაა,” ამბობს დიზაინერი ვოგთან საუბარში, “ვიცე პრეზიდენტისთვის ლუქის შექმნა ჩემთვის უკვე უდიდესი მიღწევაა.”

ჰარისმა კონცერტისთვის ასევე ჰარველ გოდფრის სამკაული მოირგო. გოდფრი კალიფორნიაში მოღვაწეობს და აფრო-ამერიკული დიასპორის წევრია, ის ასევე 2023 წლის CFDA/Vogue Fashion Fund-ის ფინალისტია.

კამალა ჰარისი ცნობილია აფრო-ამერიკელი დიზაინერების მხარდაჭერით. მას ხშირად აცვია ქრისტოფერ ჯონ როჯერსის (მათ შორის ინაუგურაციაზე), პიერ მოსის, სერჯიო ჰადსონის და უილფრედო როსადოს კოლექციები.