გასულ წელს “ოსკარების” შემდეგ გამართულ Vanity Fair-ის წვეულების წითელ ხალიჩაზე ჯულია ფოქსმა გაამჟღავნა, რომ ავტობიოგრაფიულ წიგნზე მუშაობდა, რომელიც, როგორც თავად აღნიშნა, “შედევრი” გამოსდიოდა. დამაინტრიგებელი განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის შემდეგ, ჯულიამ დამატებითი დეტალები გაგვიზიარა.

“Uncut Gems”-ის მსახიობმა და სტილის ახალმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში თავის მიმდევრებს აცნობა, რომ წიგნი, რომელსაც ასე ელოდნენ, უკვე გამოიცა. “ეს ისეთი სიურრეალისტურია… ბავშვობიდან მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი და ამ წიგნში თითოეული სიტყვის დაწერის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ვარ!!!!” – წერს ჯულია. ის ასევე მადლობას უხდის გამომცემლობა Simon & Schuster-ს, რომ მას ეს შანსი მისცა.

წიგნს ჯულიამ “Down the Drain” დაარქვა. მისი შეძენა 10 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი, წინასწარი შეკვეთები კი უკვე დაწყებულია.

“ოჯახი და მეგობრობა, სექსი და სიკვდილი, ძალადობა და სიყვარული, ფული და ძალაუფლება, უმანკოება და გამოცდილება – აქ ეს ყველაფერი თავს იყრის, შეულამაზებელ, შესანიშნავ და საინტერესო დეტალებში,” – ვკითხულობთ წიგნის შესახებ გამომცემლობის ვებგვერდზე. “”Down the Drain” ნამდვილი ლიტერატურული მიღწევაა, ისეთივე უნიკალურია, როგორიც მისი ავტორი.”