თანამედროვე ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელმაც მოდის ინდუსტრიის ყურადღებაც მიიქცია, Skims-ის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. ჯუდ ბელინგემი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. საფეხბურთო კლუბ მადრიდის რეალისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, Skims -ის რეკლამაში მოდის ფოტოგრაფმა, Katja Rahlwes-მა გადაიღო. „Skims-ის მამაკაცის კამპანიაში მონაწილეობა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტი, როცა ვთამაშობ თუ ვვარჯიშობ, Skims კი, ჩემს საჭიროებებს ერგება.“ – აღნიშნავს ბელინგემი.






აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთვევა, როცა კარდაშიანის ბრენდის რეკლამაში ცნობილ ფეხბურთელს ვხედავთ. გასულ წელს, კიმმა ბრაზილიელ ფეხბურთელთან – ნეიმართანაც ითანამშრომლა.