მედისონ ავენიუზე ახალი სივრცის გახსნის აღსანიშნავად, ჯორჯო არმანი თავის შემდეგ “One Night Only” ღონისძიებას ნიუ-იორკში მოაწყობს.

“One Night Only” კონცეფცია არმანიმ პირველად 2006 წელს ლონდონში წარადგინა, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვა: ტოკიო 2007 წელს, პეკინი 2012 წელს, რომი და ნიუ-იორკი 2013 წელს, პარიზი 2014 წელს, დუბაი 2021 წელს და ვენეცია 2023 წელს. ღონისძიებებს, რომელთა სტუმრების რიგებშიც ყველაზე გავლენიან ვარსკვლავებს ნახავთ, ყოველთვის თან ახლავს ჩვენება, გამოფენა თუ მაღაზიის გახსნა.

“მოხარული ვარ ნიუ-იორკში დაბრუნებით, რათა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი აღვნიშნოთ. ჩემი ამ ქალაქში გატარებული დრო ყოველთვის გამორჩეული იყო და ჩემს კარიერაში მნიშვნელოვან მომენტებთან ასოცირდება,” – განაცხადა დიზაინერმა.

“One Night Only” 17 ოქტომბერს ჩატარდება და მოიცავს ჩვენებას, რომლის შემდეგაც წვეულება გაიმართება.