დღეს ჯორჯო არმანი 90 წლის გახდა. მომდევნო წელს კი მისი ბრენდის დაარსებიდან 50 წელი გავა. მიუხედავად ამისა, ლეგენდარული დიზაინერი გაჩერებას არ აპირებს და ნიუ-იორკში მასშტაბურ ღონისძიებას, “One Night Only-“-ს, გეგმავს.
მედისონ ავენიუზე არმანის შთამბეჭდავი შენობის გახსნასთან ერთად, 17 ოქტომბერს ნიუ-იორკში მოდის სახლის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაც გაიმართება, რომელსაც წვეულება მოჰყვება.
“მოხარული ვარ ნიუ-იორკში დაბრუნებით, რათა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი აღვნიშნოთ. ჩემი ამ ქალაქში გატარებული დრო ყოველთვის გამორჩეული იყო და ჩემს კარიერაში მნიშვნელოვან მომენტებთან ასოცირდება,” – განაცხადა დიზაინერმა.
“One Night Only” კონცეფცია არმანიმ პირველად 2006 წელს ლონდონში წარადგინა, შემდევ კი მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვა: ტოკიო 2007 წელს, პეკინი 2012 წელს, რომი და ნიუ-იორკი 2013 წელს, პარიზი 2014 წელს, დუბაი 2021 წელს და ვენეცია 2023 წელს. ღონისძიებებს, რომელთა სტუმრების რიგებშიც ყველაზე გავლენიან ვარსკვლავებს ნახავთ, ყოველთვის თან ახლავს წვეულება, ჩენება, გამოფენა თუ მაღაზიის გახსნა.