4 დეკემბერს, 2023 წლის Fashion Awards გაიმართა, რომელსაც ხშირად ბრიტანეთის მოდის დაჯილდოებად მოიხსენიებენ. ტრადიციულად, დაჯილდოებას ლონდონმა უმასპინძლა, ორგანიზატორი კი, ბრიტანეთის მოდის საბჭო იყო.
როიალ ალბერთ ჰოლში გამართულ დაჯილდოებას ბრიტანული და საერთაშორისო მოდისა თუ კულტურის არაერთი ცნობილი ფიგურა დაესწრო, მათ შორის: ედვარდ ენინფული, ქეით მოსი, პენელოპე კრუზი, პამელა ანდერსონი და ა.შ. რაც შეეხება გამარჯვებულებს, საერთაშორისო კატეგორიებში, როგორებიცაა წლის საერთაშორისო დიზაინერი და ტოპ მოდელი, ჯილდოები ჯონათან ანდერსონმა და პამელა ელსესერმა მიიღეს. მოდის ინდუსტრიაში განსაცვიფრებელი მიღწევისათვის ჯილდო ლეგენდარულმა დიზაინერმა, ვალენტინო გარავანიმ მიიღო, ახალგაზრდა ტალანტებისთვის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის კი, ჟურნალისტი და ამერიკული ვოგის ქალის ტანისამოსისა და აქსესუარების კრიტიკის უფროსი, სარა მაუერი დაჯილდოვდა.
იხილეთ გამარჯვებულების სია:
ბრიტანეთის მოდის საბჭოს დამფუძნებელთა ჯილდო: Conner Ives
დამწყები დიზაინერი ქალის სამოსში: Chopova Lowena
დამწყები დიზაინერი მამაკაცის სამოსში: Bianca Saunders
იზაბელა ბლოუს სახელობის ჯილდო: Campbell Addy
საერთაშორისო ტოპ მოდელი: Paloma Elsesser
განსაკუთრებული აღიარება (Special Recognition ჯილდო) : Charlotte Tilbury & Sarah Burton
წლის ბრიტანელი დიზაინერი მამაკაცის სამოსში: Martine Rose
წლის ბრიტანელი დიზაინერი ქალის სამოსში: Maximilian Davis – Ferragamo-ს შემოქმედებითი დირექტორი
Entertainment ჯილდო: Sam Smith
ჯილდო ახალგაზრდა ტალანტებისთვის გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის: Sarah Mower
Pandora-ს ცვლილების ლიდერის ჯილდო: Michaela Coel
Trailblazer ჯილდო: Edward Enninful
წლის საერთაშორისო დიზაინერი: Jonathan Anderson
ჯილდო მოდის ინდუსტრიაში განსაცვიფრებელი მიღწევებისათვის: Valentino Garavani